კინოწარმოების კოდექსი (ჰეისის კოდექსი)

დანართი 1

კინოწარმოების კოდექსი

(გამოქვეყნდა 31 მარტს, 1930)

 

კოდექსი, რომლის მიზანიც სოციალური და საზოგადოებრივი ღირებულებების შენარჩუნებაა უხმო, სინქრონული და ხმოვანი კინოს წარმოების პროცესში.

მიღებულია კინოს პროდიუსერების ასოციაციის (Inc., at Hollywood, Calif.) და რატიფიცირებულია ამერიკის კინოს პროდიუსერთა და დისტრიბუტორთა დირექტორთა საბჭოს მიერ (Inc.)

31 მარტი, 1930.

 

ახალი კოდექსის მიღების მიზეზები

კინოში ხმის მოსვლამ კინოინდუსტრიაში თვითდისციპლინისა და რეგულაციების თვალსაზრისით ახალი პრობლემები გამოიწვია. ხმას დიდი რაოდენობით დრამატული მასალის გაჩენა უკავშირდება, რომლის ეკრანზეც ეფექტურად ასახვა პირველად გახდა შესაძლებელი. ამას ჰოვილუდში დრამატურგების მოდინება მოჰყვა, სცენარისტების მუშაობის გაეუმჯობესებისთვის. მან ვარსკვლავები კლასიკური თეატრიდან (Legitimate Stage) და საესტრადო სცენიდან (Variety Stage) ხმოვანი კინოს ეკრანზე მოიყვანა. მან შემოიტანა სალაპარაკო დიალოგი, რომელიც ადაპტირებულიქნა ფილმის მოთხოვნების შესაბამისად.

ამ ახალ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანი გახდა სტანდარტების გადახედვა, რომლებზე დაყრდნობითაც, 1922 წლიდან მოყოლებული, მუნჯი კინო იწარმოებოდა, და გადახედვა, ამ პრინციპების გაძლიერება და დამატება საპასუხისმგებლო აზრის ფონზე, ისე რომ ყველამ აკეთოს ხმოვანი კინო საყოვლთაოდ გასაგებად და მისაღებად, რომელიც წაუძღვება კინოში სოციალური და საზოგადოებრივი ღირებულებების დამკვიდრებას.

ამერიკის კინოს პროდიუსერებისა და დისტრიბუტორების მიერ განხორციელებულმა ამოცანამ, პედაგოგებთან, დრამატურგებთან, ეკლესიის ავტორიტეტებთან და ბავშვთა საგანმანათლებლო და სოციალური კეთიდღეობის საქმიანობაში ჩაბმულ ლიდერებთან თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადა მხატვრული კინოს პროდიუსერების ასოციაციის მიერ ახალი კოდექსის მიღება.

ახალი კოდექსი გაზიარებულ და ხელმოწერილ იქნა ინდივიდუალურად ისეთი გამოჩენილი პროდიუსერების მიერ, როგორებიც არიან: Art Cinema Corporation (United Artists); Christie Film Company, Inc.; Columbia Pictures Corporation; Cecil B. de Mille Productions, Inc.; Education Studios, Inc.; First National Pictures, Inc.; Fox Film Corporation; Gloria Productions, Inc.; Samuel Goldwyn, Inc.; Inspiration Pictures, Inc.; Harold Lloyd Corporation; Metro-goldwyn-mayer Studions, Inc.; Paramount Famous Lasky Corporation; Pathe Studios, Inc.; RKO Productions, Inc.; Hal Roach Studios, Inc.; Mack Sennett Studio, Tiffany Productions, Inc.; Universal Pictures Corporation; and Warner Bros. Pictures, Inc.

 

კოდექსის ფუძემდებლური პრინციპები

 

  1. კინოს პროდიუსერები აცნობიერებენ ნდობისა და რწმენის მაღალ დონეს, რომელიც მათ მიმართ არსებობს მსოფლიოს მოსახლეობის მხრიდან. ამ ნდობიდან გამომდინარე, ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.
  2. საკინოთეატრო (Theatrical) ფილმები… პირველ რიგში, უნდა ჩაითვალოს როგორც გასართობი პროდუქცია. კაცობრიობამ ყოველთვის იცოდა გართობის მნიშვნელობა და მისი ღირებულბა ადამიანის სხეულისა და სულის აღდგენის პროცესში.
  3. გაცნობიერებულია ის, რომ გართობა აუმჯობესებს რასას (ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხელახლა ქმნის და აღადგენს ადამიანს რომელიც მოკლებულია სიცოცხლის რეალიებს), და გართობა რომელიც ცდილობს ადამიანისთვის ზიანის მიყენებას, ან მათი სიცოცხლისა და ცხოვრების სტანდარტების დაწევას.
  4. კინო ხელოვნების გამოხატვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა. ხელოვნება მჭიდროდ იჭრება ადამიანთა ცხოვრებაში. კინოხელოვნებას ზუსტად იგივე მიზნები აქვს, რაც სხვა ხელოვნებებს – ადამიანის ფიქრების, ემოციებისა და გამოცდილების ასახვა, გრძნობების გავლით სულისთვის მიმართვის თვალსაზრისით.
  5. ზემოთქმულიდან გამომდინარე წინამდებარე ძირითადი პრინციპები შეჯერებულია:

       არცერთი ფილმი არ შეიქმნება ისეთად, რომელიც მაყურებელს დაუქვეითებს მორალურ სტანდარტებს. შესაბამისად, აუდიტორიის სიმპათია არასდროს იქნება დანაშაულის, გადაცდომის, ბოროტებისა თუ ცოდვის მხარეს.

     ფილმებში ცხოვრების სწორი ნორმები უნდა იყოს წარმოდგენილი, მხოლოდ აუცილებელი დრამატული კონტრასტების არსებობის შემთხვევაში.

     კანონი, ადამიანის ბუნება არ უნდა დაიცინოს, არც მათი დარღვევა უნდა გამართლდეს.

 

კონკრეტული გამოსაყენებლობა

 

კანონსაწინააღმდეგო ქმედება

კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო ქმედება არასდროს უნდა იყო დადებითი კუთხით წარმოჩენილი, რათა მან არ უბიძგოს მაყურებელს მისი გამეორებისთვის.

1  მკვლელობა

  • მკვლელობის ტექნიკა იმგვარად უნდა იქნას ნაჩვენები, რომ მან არ გამოიწვიოს მისი გამეორების სურვილი.
  • სასტიკი მკვლელობა არ უნდა იქნას ნაჩვენები დეტალურად.
  • შურისძიება, რომელიც ხდება თანამედროვე დროს, არ უნდა გამართდეს.

2   დანაშაულის მეთოდები არ უნდა იყოს ღიად წარმოდგენილი.

  • ქურდობა, ძარცვა, სეიფების გატეხვა და მატარებლების, შენობებისა თუ სხვათა აფეთქების ხერხი არ უნდა იყოს დაკონკეტებული.
  • ხანძრის გაჩაღებაზე უნდა ვრცელდებოდეს იგივე უსაფრთხოების ზომები.
  • ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა შეიზღუდოს.
  • კონტრაბანდის ხერხები არ უნდა იქნას ნაჩვენები.

3   ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობა არასდროს უნდა იყოს წარმოდგენილი.

4   ალკოჰოლური სასმელების, ამერიკულ ცხოვრებაში, მოხმარების ჩვენება დაუშვებელია, თუკი ის არ წარმოადგენს სიუჟეტის მოთხოვნას.

სექსი

ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტის სიწმინდე ხელშეუხებელია. ფილმებიდან არ უნდა გამომდინარეობდეს, რომ ბიწიერი სექსუალური ურთიერთობები მისაღებია ან ჩვეულებრივი ამბავია.

1 მრუშობა, ხანდახან სიუჟეტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, არ უნდა იყოს მკაფიოდ შემოთავაზებული, ან გამართლებული, ან მიმზიდველად წარმოჩენილი.

2 ვნების სცენები არ უნდა იყოს წარმოჩენილი თუკი ისინი არ წარმოადგენენ სიუჟეტის აუცილებლობას. ზოგადად, გადაჭარბებული ვნება ისე უნდა იყოს დამუშავებული, რომ აღნიშნულმა არ წაახალისოს ბიწიერება და უღირსობა.

  • ცდუნება ან გაუპატიურება
  • აღნიშნულნი არასდროს უნდა იყვნენ სავარაუდოზე უფრო მეტნი, ისიც იმ შემთხვევაში თუკი აუცილებელია სიუჟეტის თხრობისთვის და მაინც, – არასდროს გამოკვეთილად ნაჩვენები.
  • აღნიშნულნი არასდროს უნდა წარმოადგენდნენ კომედიის (ქილიკის. გ.რ.) სათანადო თემას.

4 სექსუალური პერვერსიები, ან ნებისმიერი მინიშნება მასზე, აკრძალულია.

5 თეთრკანიანი (ქალი) მონებით ვაჭრობა დაუშვებელია.

6 რასობრივი სისხლისაღრევა აკრძალულია.

7 სექსუალური ჰიგიენა და ვენერიული დაავადებები არ არის კინოს თემატიკა.

8 ბავშვის მშობიარობის ნატურალისტური სცენების, იქნება ეს პირდაპირ თუ სილუეტურად, წარმოდგენა დაუშვებელია.

9 ბავშვების სექსუალური ორგანოების გამომჟღავნება ყოვლად დაუშვებელია.

ვულგარულობა

დაბალ, ამაზრზენ, უსიამო, თუნდაც უბოროტო თემატიკისთვის მიმართვა ყოველთვის უნდა დაექვემდებაროს კარგი გემოვნების კარნახსა და პატივი სცეს აუდიტორიის გრძნობებს.

უხამსობა

უხამსობა მეტყველებაში, ჟესტში, მინიშნებაში, სიმღერაში, ხუმრობაში ან განცხადებაში – აკრძალულია.

ცეკვა

ცეკვა, რომელიც ხაზს უსვამს თამამ მოძრაობებს მიიჩნევა როგორც უხამსობა.

ბილწსიტყვაობა

გამახვილებული ბილწსიტყვაობა ან ვულგარული გამონათქვამები არკძალულია.

კოსტიუმი

1 სრული სიშიშვლე არ არის ნებადართული. აღნიშნული მოიცავს როგორც რეალურ სიშიშვლეს ისე სილუეტურს, ასევე სხვა პერსონაჟების მიერ მასზე გარყვნილ, აღვირახსნილ მინიშნებასაც.

2 საცეკვაო კოსტიუმები რომლებიც განკუთვნილია გადაჭარბებული ზემოქმედების მოხდენისთვის ან თამამი მოძრაობებისთვის – აკრძალულია.

რელიგია

1 არცერთმა ფილმმა თუ ეპიზოდმა არ უნდა დასცინოს არცერთ რელიგიურ რწმენას.

2 ღვთისმსახურები საკუთარ პერსონაჟებში, როგორც ასეთი, არ უნდა აღიქმებოდნენ როგორც კომიკური პერსონაჟები ან ბოროტმოქმედები.

3 ნებისმიერ რელიგიურ რიტუალს სიფრთხილითა და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ.

ნაციონალური გრძნობები

1 დროშის გამოყენება უნდა იყოს თანმიმდევრული, პატივისცემით აღსავსე.

2 ისტორია, ინსტიტუციები, გამოჩენილი ადამიანები და სხვა ერების სამოქალაქო საზოგადოება ღირსეულად უნდა წარმოჩინდეს.

სათაურები

უშვერი, ბილწი ან უხამსი სათაურების გამოყენება დაუშვებელია.

თემები რომლებიც იწვევენ გაუცხოებას

წინამდებარე თემები უნდა დაექვემდებარონ კარგი გემოვნების გულდასმით საზღვრებს:

1 ფაქტობრივი ჩამოხრჩობითა თუ ელექტროსკამზე სიკვდილით დასჯა არის კანონიერი განაჩენი ჩადენილი დანაშაულისთვის.

2 დაკითხვის წარმოება წამების მეშვეობით (Third Degree Methods).

3 სისასტიკე და შესაძლო სიმხეცე.

4 ადამიანების ან ცხოველების გარკვეული ნიშნით აღბეჭდვა.

5 აშკარა სისასტიკე ბავშვებისა თუ ცხოველების მიმართ.

6 ქირურგიული ოპერაციები.

hayssheetfinal

თარგმნა გიორგი რაზმაძემ

ორიგინალი დოკუმენტი იხილეთ მოცემულ ბმულზე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s