ნოლანიდან MTV-მდე, კუბრიკიდან არსაით

კრისტოფერ ნოლანი თანამედროვე მეინსტრიმული, თუმცა, საავტორო ჰოლივუდის სავიზიტო ბარათია. რეჟისორის დახასიათება შეიძლება შემდეგი ფორმულით: ის იღებს ბლოკბასტერებს, მაგრამ არა “რემბო ფილმებს” არამედ სურათებს, რომელთა ყურებაც მაყურებელში ოდნავ უფრო მეტ ესთეტიკურ ტკბობას იწვევს, ვიდრე მსგავს სქემებზე ნაშენი უსახური “მძაფრსიუჟეტიანი ფილმები”. ნოლას კიდევ აქვს პლუსები – სასპენსის ოსტატობა, სწორხაზოვნებისგან გაქცევის მცდელობები და, რა თქმა უნდა, ორიგინალური გამოსახულება.

ნოლანი თავისუფლად ახერხებს პუბლიკაზე თამაშსა და კინოამბიციების ოდნავ უფრო ინტელექტუალ მაყურებელზე თავს მოხვევასაც. მაგალითად, “ბეტმენში” წარმოდგენილი ანტიგმირები და მათი ფილოსოფია იმდენად ოსტატური და კარგად გააზრებულია, რომ რთულია მოაზროვნე მაყურებელმა მათზე მსჯელობა არ დაიწყოს, თუმცა ამერიკული მეინსტრიმული კულტურის მკაცრად განსაზღვრული სქემატურობის გამო, მალევე დაამთავროს. როგორც ჩანს, ნოლანის მთავარ მიზანს ინტელექტუალების წრეში როგორმე შეღწევა და დაფიქსირება წარმოადგენს და არა უფრო სიღრმისეული დისკურსის წარმოქმნა. ეს ვნება ძალზედ წააგავს ამერიკული პოპ-კულტურის მთავარ ეგზისტენციურ კომპლექსს – სამიზნე აუდიტორიის საზღვრებს გარეთ აღიარებას. ასეთი პრეტენზიული რეჟისორი პუბლიკას ახალ ფილმს “ინტერსტელარს” სთავაზობს. მანამდე კი ფილმის შესახებ რამდენიმე ინტერვიუში ისაუბრა, რაზეც თქვენი და ჩემი ყურადღების გამახვილება მსურს.

         Interstellar

ნოლანი ამბობს, რომ (რეზიუმირებული ციტატა): – ფილმი (ინტერსტელარი) არ უნდა აღვიქვათ როგორც იგივე “ბეტმენი”, სადაც შინაარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, არამედ როგორც კუბრიკის “კოსმოსური ოდისეა”, ფილმი ოპერა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვუსმინოთ და აღვიქვათ, როგორც მუსიკა – ციტატის დასასრული. “ინტერსტელარი” სწორედაც, რომ ისეთ სქემებსა და სწორხაზოვნებაზეა დამყარებული, რასაც კუბრიკი ხმალამოღებული ებრძოდა. მართლაც, რთულია, აღშფოთების დამალვა რეჟისორით, რომელიც მთავარ ხაზს ბანალურ “დიადი მამის” არქეტიპზე ავლებს და ამავდროულად საკუთარ თავსა და კუბრიკს შორის ცდილობს საერთოს გამოძებნას. გაგახსენებთ, რომ კუბრიკი უკანასკნელ ფილმს რეპლიკით “უნდა ვიჟიმაოთი” ასრულებს. სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ეს კინოჟესტიც კმარა ამ ორ რეჟისორს, ამ ორ თვალთახედვასა და ხელოვნებას შორის რადიკალური განსხვავებისა და შეუთავსებლობის წარმოჩენისთვის. ნოლანი არა თუ უბრალოდ მატყუარა, არამედ კინოერეტიკოსია! მოვითხოვოთ მისი კინოინკვიზიციის კოცონზე დაწვა.

იმის გარდა, რომ რეჟისორი უტიფრად გვიმტკიცებს – ჩემ ფილმში შინაარსი მეორეხარისხოვანიაო, სამწუხაროდ, პირველხარისხოვანი ვიზუალი მაინც ვერ აღმოჩნდა პირველხარისხოვანი. კოსმოსიც კი მაყურებელმა, ძირითადად, მხოლოდ უწონობის ინსცენირებაში თუ “შეიგრძნო”. არადა, დარბაზში მე სრულიად სხვა წინასწარი განწყობით, გალაქტიკაში მოგზაურობის სურვილით მივედი.

ყველაფრის მიუხედავად, მე შევძელი ოდისეა, თუმცა არა თვალით, არამედ ყურით. ფილმის კომპოზიტორმა ზუსტად გაიაზრა და ირწმუნა ნოლანის დავალება და საკმაოდ წარმატებითც გაართვა მას თავი. მუსიკაზე, მით უფრო კამერულ მუსიკაზე, არ ვიცი საუბარი. თუმცა გაგიზიარებთ, აი, ამ თემის მოსმენისას ჩემში გაჩენილ ემოციას: სული შემეკრა, სხეულის კონტროლის უნარმა იკლო, დიაფრაგმა ბოლომდე გაიხსნა და სიამოვნებისგან ავბორგდი. განსაკუთრებით, ბოლოს, როდესაც მუსიკის ლაიტმოტივი უფრო და უფრო გაიზარდა ყოველგვარი შესვენებისა თუ “ჩაგდებების” გარეშე. აი, ეს, ნამდვილად ემოციური აღქმა იყო, თუმცა მხოლოდ საუნდისა – გამოსახულებაც რომ ოდნავ უფრო სახიერი და ადექვატური ყოფილიყო, ფილმიც მომეწონებოდა, ალბათ.

დარბაზიდან გამოსვლისას ჩემ მეგობარს სახეზე იმდენად დიდი იმუდგაცრუება ეხატა, რომ, თითქოს, თავის გამართლებისა და კომპენსაციის მიზნით, ვამშვიდებდი – სამაგიეროდ, ძალიან კარგი მუსიკალური რიგი ჰქონდა თქო. მის გამომეტყველებას ჩემმა მეცადინეობამ არ უშველა, მეგობრის სახემ მიპასუხა – და მერე რა?! რამდენიმე დღის შემდეგ, ზემოთ გაზიარებული საუნდტრეკი მოვასმენიმე – მისმა სახემ “ინტერსელარი” შემინდო. თუმცა, ამას მორიგი იაღლიში მოყვა. ერთად ვუყურეთ 2014 წლის MTV EMA-ის (ევროპის მუსიკალური დაჯილდოება) ცერემონიალს. ამერიკის მუსიკალური პოპ-კულტურის უკვე ტრადიციულ კატასტროფულ კრახს. გაგვიმართლა, ჩანაწერი გვქონდა და შეგვეძლო მისი ხშირი გადახვევა. MTV ზოგადი მასკულტურული კრიზისის ილუსტრაციისთვის საუკეთესო მაგალაითად იქცა და ამიტომ, ვცდილობ მის ყველა შემაჯამებელ ღონისძიებას ვადევნო თვალი, ანუ პოპ-კულტურის კრიზისის მაჯისცემას ვუსმინო (აქ ბევრი, ბევრი ღიმილაკი).

ჩემი დაკვირვებით, ამერიკული გართობის ინდუსტრია თვალშისაცემად უტიფარი, ზარმაცი და მატყუარა გახდა. ნოლანის მსგავსად, EMA-მ უხარისხო და იმპოტენტური პროდუქციის წარმოებას ამოაფარა Worldwide Star-ები (ეს ტენდენცია არა მხოლოდ MTV-ის კონტენტში შეიმჩნევა) და რეალურ დროში ჩართო ბევრი-ბევრი ქრონიკა წარსულიდან, ის სახეები და Icon-ები, რომლებიც, მეტწილად ხარისხიანი მუსიკის მეშვეობით, ეპოქებს ქმნიდნენ. თანამედროვე ინდუსტრიას თითქოს ეუხერხულება კიდეც Iggy Azalea-ას მსგავსი ვარსკვლავის დაბადება და მისთვის ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს მირთმევა. მსგავსად წინა წლების მაილი საირუსის თუ ნიკი მინაჟის მაგალითებისა. ეს ტრადიციად ქცეული ტენდენცია უკვე ბოლო, რამდენიმე წელს ითვლის. ამიტომ, სანამ ლედი გაგას მსგავსი ანტიგმირები (ოღონდ, რეალურად და არა მხოლოდ სასცენო ანტაგონისტები) არ გაარღვევენ ამ უსახური კულტურის ნორმებს, მანამდე Worldwide Star-ების სახელებს ამოფარებული ნოლანი ან იგი აზელია გააგრძელებენ ყველა ჩვენგანის დაბოლებას. ამიტომ, ჩვენ გულებში მაინც, გავუძღვეთ მათ კულტურის ინკვიზიციაზე და ვიქცედ მათ ანტაგონისტებად, ანუ ლედი გაგებად.

2001: A Space Odyssey

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s